„დაბადების დღის ხალხსაც კი ვერ კრებს“ – დავით მათიკაშვილი ოპოზიციას დასცინის

ოპოზიციას მაჯა აღარ ესინჯება, ნუ უკვირს ნურც მანჯგალაძეს, ნურც ნიკანორ მელიას, რადგან ამ დროს ხელისუფლებას რეიტინგი ეზრდება, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის აქციებზე ერთი დაბადების დღის რაოდენობის ხალხიც აღარ მიდის.

,,მათ საკუთარი მრუდე პოლიტიკური გეგმების რეალიზება სურთ, მაგრამ ამის რესურსი რომ არ გააჩნიათ, ესეც ცხადზე ცხადია, რამე თუ, ჩვენ საზოგადოებას იმდენად გააზრებული აქვს როგორც ოპოზიციის რეალური სახე, ასევე, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომ მართლაც ვერ კრებენ ესენი ერთი დაბადების დღე ხალხსაც კი, როდესაც საკუთარი აზრის გამოხატვა ღიად, საჯაროდ სურთ ქუჩაში, საპროტესტო აქციის სახით. საპროტესტო აქციაზე ხალხი არ მიდის”, – განაცხადა მათიკაშვილმა ,,თავისუფალ სივრცეში”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share