“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, გორის მერია წინასაარჩევნოდ 2021 წელს მეტს ასაქმებდა, ვიდრე 2020-ში ან 2022-ში და მათ უმრავლესობაზე 213 ათასი ლარის ჯილდო გასცა.
“ჯილდო/დანამატის მიღების წესი საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული და მას იღებს პირი, რომელიც ზედმიწევნით და სანიმუშოდ ასრულებს სამუშაოს.
2020 და 2022 წელს მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა, თუმცა 2021-ის წინასაარჩევნო პრერიოდში მერიაში დასაქმებულ თითქმის ყველა პირს ჯილდო გადასცეს.
გორის მერიაში 2020 წელს 244 თანამშრომელი იყო დასაქმებული, 2022 წელს 214, თუმცა საარჩევნო 2021 წელს – 307” – წერს ორგანიზაცია.