ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის იმამი ნური ძირკვაძე გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის იმამი ნური (ნოშრევან) ძირკვაძე გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ავრცელებს.

اِنَّا لِلّٰهِ وَاِنَّٓا اِلَيْهِ رَاجِعُونَۜ
“უეჭველად ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და უეჭველად მასთან ვიქნებით დაბრუნებულნი”. (ბაყარა, 2/156)
გარდაიცვალა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. დიოკნისის იმამი ნური (ნოშრევან) ძირკვაძე. ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. შევთხოვთ დიად გამჩენს სამარადისო სამყოფელი სამოთხეში დაუმკვიდროს! ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოთმინებასა და გამძლეობას ვუსურვებთ!
ჯანაზის ლოცვა შესრულდება ხვალ, 16 ნოემბერს შუადღის ლოცვის შემდეგ, სოფ. დიოკნისის მეჩეთში.”- ნათქვამია განცხადებაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share