„შეიწყალეთ ნიკა გვარამია“ – ანნა ფოტიგას თხოვნა სალომე ზურაბიშვილს

“ვთხოვ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა საუბრობს.

ამბობს, რომ “ის ბრალდებები, რომლითაც ნიკა გვარამია დაპატიმრებულია, სრულიად უმნიშვნელოა”. მისივე თქმით,  ფიქრობს, რომ “ეს პოლიტიკურად მოტივირებულია”.

ანნა ფოტიგა საუბრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც – ამბობს, რომ მას მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

 

“ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მთავრობასთან ურთიერთობაში პოზიტიურები ვიყოთ, როცა ვთხოვთ, რომ სააკაშვილს მისცეს ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალოდ გასვლის საშუალება, იმიტომ რომ საქართველოში მისი მკურნალობა, სამწუხაროდ, არ არის სათანადო და არ მოაქვს პოზიტიური შედეგი. მე ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა ძალიან აზარალებს საქართველოს” – ამბობს ფოტიგა. მისივე თქმით, ის მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას: “მიუხედავად ჩემი წუხილისა საქართველში არსებულ სიტუაციაზე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქრათველოს გაერთიანებას ევროკავშირში…ზოგჯერ საჭიროა, არ გავაჩეროთ ყურადღება წვრილმანებზე, მთავარია ზოგადი ხედვა გვქონდეს სწორი”.

მასალის გამოყენების 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share