მედიის ცნობით, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც

პოლონეთში, პრჟევოდოვში, ჰრუბიესოვის რაიონში, 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რამაც 2 ადამიანი იმსხვერპლა – ინფორმაციას პოლონური მედია Twitter-ზე ავრცელებს.

ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილი, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარეობს.

ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ მარცვლეულის საშრობში აფეთქება მოხდა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share