“იმედია ზეგ რუსეთს შავი ზღვის ფლოტი აღარ ეყოლება” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

“იმედია ზეგ რუსეთს შავი ზღვის ფლოტი აღარ ეყოლება. ჰა ჰა მაზეგ” – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე წერს და ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პოლონეთში 2 რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share