“ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს პოლიტიკას მომავალი თაობის წინააღმდეგ”

ქვეყნის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის ონლაინ გაგრძელებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ექსპერტი არჩილ გამზარდია აფასებს და ხელისუფლებას მომავალი თაობების მტრობაში ადანაშაულებს: “იუნისეფმა სკოლების დახურვა გამანადგურებლად შეაფასა, “ქართულმა ოცნებამ” კი კვლავ ე.წ. დისტანციური სწავლება დატოვა ძალაში. ეს უკვე მესამე სემესტრია, რომელიც ბავშვებს დისტანციურად მოუწევთ. იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სკოლები არ წარმოადგენს პანდემიის მამოძრავებელ ძალას, სამაგიეროდ საგანგაშოა ის შედეგები, რაც მოჰყვება სკოლების დახურვას. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი ობიექტური კვლევა საქართველოში, რომელიც დაამტკიცებდა რომ პანდემიისთვის სკოლები საშიშროებას წარმოადგენს, სამაგიეროდ არსებობს იუნისეფის დასკვნა, რომ სკოლები არაა პანდემიისთვის საშიში, სამაგიეროდ, სკოლების დახურვა კი გამანადგურებელი შედეგის შეიძლება იყოს, საქართველოს ხელისუფლება მაინც ჯიუტად აგრძელებს პოლიტიკას მომავალი თაობის წინააღმდეგ. დისტანციური სწავლების დატოვება არის მტრობა მომავლის მიმართ, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: