5 წელი ციხე ჯართის გამო – სასამართლომ სოციალურად დაუცველ 23 წლის ბიჭს უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა

5 წელი ციხეში ჯართის გამო –  23 წლის ბექა ხონელიძეს სასამართლომ უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა. ირკვევა, რომ ბრალდებულის მიერ შეგროვებული ნივთების ღირებულება სულ 128 ლარია.  საუბარია, რამდენიმე თუნუქის ფურცელზე, რომელიც მსჯავრდებულმა მიტოვებულ და პრაქტიკულად ნაგავსაყრელად ქცეულ შენობაში ნახა.

მოსამართლემ მაქსიმალური სასჯელის ზომა გამოიყენა და სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა 5 წლით ციხეში გაუშვა.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ  23 წლის ბიჭმა ჯართი საქართველოს ფოსტის კუთვნილი ტერიტორიიდან მოიპარა.   ფოსტის  ტერიტორია  დევნილთა დასახლების ეზოშია.  იქ შესვლა კი შეზღუდული არ არის და  შეუძლია ნებისმიერს, ნებისმიერ დროს.  არ არსებობს არც კარი და არც შლაგბაუმი.

ამასთან, გამოძიება ამ დრომდე არ ატარებს ექსპერტიზას, რითაც დასტურდება, არსებობს თუ არა მოპარულ ნივთებზე ხონელიძის კვალი. დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი პოლიციის მსხვერპლია, რომელიც ნამდვილ დამნაშავეს ხელს აფარებს.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share