გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარედ, მეტად გავერთობით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” იმ მდგომარეობაშია, რომ პარტიის თავჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს.
„ლევან ხაბეიშვილს ვემხრობი, მას ვუჭერ მხარს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა” იმ მდგომარეობაშია, რომ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავჯდომარედ და ჩემი სრული მხარდაჭერა მას. ძალიან გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ, ცოტა უფრო მეტად გავერთობით”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარედ საკუთარ კანდიდატურას აყენებს.