„კარგი ამბავია“ – მარგარიტა სიმონიანი პოლონეთში 2 რუსული რაკეტის ჩამოვარდნაზე

“თუ ეს არ არის მიზანმიმართული პროვოკაცია, მაშინ მხოლოდ ერთი კარგი ამბავია. NATO-ს ქვეყანა იმდენად ცუდად არის დაცული, რომ შეიძლება შემთხვევით ვინმემ რაიმეთი დაარტყას და მთელმა ნატომ ვერც კი გაიგოს” – წერს რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, რომელიც პოლონეთში 2 რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცის ეხმაურება.

“თუ ეს არ არის მიზანმიმართული პროვოკაცია, მაშინ მხოლოდ ერთი კარგი ამბავია. ნატოს ქვეყანა იმდენად ცუდად არის დაცული, რომ შეიძლება შემთხვევით ვინმემ რაიმეთი დაარტყას და მთელმა ნატომ ვერც კი გაიგოს ვინ, რით და რატომ დაამარცხა. ყველაფრის მოლოდინში, რაც წინ გველის, ვიმედოვნებ, რომ მათ ეს აქვთ მთელ პერიმეტრზე” – წერს სიმოანიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share