რატომ იმყოფება მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში?

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში იმყოფება – ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია,  “2022 წლის 15 ნოემბერს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქს, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს შეხვდა.”

“თბილი მეგობრული საუბრისას განიხილეს რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ურთიერთობის თანამედროვე ვითარება სხვადასხვა ასპექტში.”- წერია განცხადებაში.

მოსკოვის საპატრიარქოს თქმით, მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა მონაწილეობის მისაღებად X სამეცნიერო საკითხავებში – “რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები”. ღონისძიებაზე, რომელიც 16-17 ნოემბერს ანდრია რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში გაიმართება, მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოხსენებით გამოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share