დაკავებული ბესო ქათამაძე ოზურგეთში გადმოიყვანეს

ბუკნარში დაკავებული ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე პოლიციამ შსს გურიის დეპარტამენტის ოზურგეთის ოფისში გადმოიყვანეს.

ამ წუთებში ბუკნარში ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერი ბესო ქათამაძე ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესთან კამათის გამო დააკავეს.

ქათამაძებ ჩიგოგიძე ბუკნარში განვითარებულ მოვლენებში დაადანაშაულა.

კამათისას ჩიგოგიძემ ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაპირისპირებისას კი პოლიციამ ეს უკანასკნელი დააკავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share