შეკვეთილი, აბასთუმანი, წალკა…3 კურორტი, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული გახდა

საქართველო ტურისტებში დიდი ინტერესს ყოველთვის იწვევდა, თუმცა არსებობს კონკრეტული კურორტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა. ერთი მხრივ, ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციამ და, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურულმა თუ რეგიონულმა განვითარებამ განაპირობა.

გთავაზობთ 3 ლოკაციას, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მოთხოვნადი გახდა.

წალკის (დაშბაშის) კანიონი

272063566-308982531287612-6301992833822773039-n-1668672055.jpg

მართალია, ეს კონკრეტული ლოკაცია ბოლო რამდენიმე წელია, რაც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის, თუმცა დაშბაშის კანიონი ტურისტებისთვის წელს განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა. ამის მიზეზი მიმდინარე ზაფხულში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი, 240 მ სიგრძის შუშის ხიდისა და სხვადასხვა ატრაქციის გახსნა გახდა.

კანიონი ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვალიერებლებს, თუმცა, სანახაობის გარდა, ტერიტორიას დაემატა ექსტრემალური აქტივობები, როგორიცაა: ხეობაზე გადაჭიმულ თოკზე ველოსიპედით გავლა, დიდ სიმაღლეზე დადგმული საქანელას კონსტრუქცია და სხვა.

ტურისტებს დაშბაშის კანიონის მონახულება წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

შეკვეთილი

273277619-482540156753985-3121165833647132675-n-1668672267.jpgსაქართველოს ულამაზესი კუთხე გურია ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორებისთვის ყოველთვის ერთ-ერთი საყვარელი რეგიონი იყო, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში დაბა შეკვეთილში განხორციელებულმა პროექტებმა თუ აქტივობებმა, იგი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად აქცია.

შეკვეთილის სუფთა, კამკამა ზღვა, ფიჭვნარი, მაგნიტური ქვიშა – ეს არის ის, რაც შეკვეთილს უნიკალურობას განსაზღვრავს როგორც საკურორტო, ისე სამკურნალო თვალსაზრისით.

შეიძლება ითქვას, რომ შეკვეთილი ბოლო წლებში მშვიდი კურორტიდან საკმაოდ მრავალფეროვან კურორტად იქცა, რომელიც ყოველწლიურად უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს. ადგილზე ფუნქციონირებს გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი “Black Sea Arena”, დენდროლოგიური პარკი, „მინიატიურების პარკი“ და „მუსიკოსთა პარკი“.

სულ მალე კი, რეგიონს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი FIDELIO შეემატება, რომელსაც კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ახორციელებს. ეს არის სას­ტუმ­როს ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ზღვი­დან 150 მეტრში, ტყის კო­რომ­ში მდე­ბა­რე­ობს და ჯამ­ში 82 პრე­მი­უმ კლა­სის აპარ­ტა­მენ­ტის­გან შედ­გე­ბა.

309230429-639657790871784-7202398109677669827-n-1668672358.jpg

ადგილმდებარეობა, საინვესტიციო უპირატესობა, ხედები, ეკოლოგია, ტერასები, არქიტექტურა, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობა, ასევე, დაცული და ადაპტირებული გარემო – ეს ის მთავარი ღირებულებებია შეკვეთილში, რის მიხედვითაც FIDELIO-ს განხორციელება სწორედ აქ გადაწყდა.

რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადებს, 2023 წლის ბო­ლოს იგეგ­მება. შესაბამისად, ტურისტების მზარდ ნაკადს, რეგიონი კიდევ უფრო მომზადებული დახვდება.

312256183-641785017528445-1793475819517694368-n-1668672416.jpg

აბასთუმანი

სუფთა ჰაერი და უნიკალური კლიმატი ადგილს ოთხივე სეზონზე მიმზიდველს ხდის. ეს არის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, წიწვოვანი ტყით დაფარულ ადგილზე მდებარეობს. სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის ყოველწლიურად რეგიონს სულ უფრო მეტი დამსვენებელი ჰყავს. გარდა კლიმატისა, აბასთუმნის თერმული, სუსტად მინერალიზებული წყაროები უამრავ დაავადებას კურნავს. კურორტს ასევე საინტერესოს ხდის ასტროფიზიკური ობსერვატორია, თამარის ციხე, მელნისის ციხე და სხვა. სწორედ ვიზიტორების მხრიდან გამოხატული მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, კურორტის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სრულად 2024 წელს გაიხსნება.

bpn.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share