”ფრანგულ არქივში მივაგენი ძველი ქართული რუკის ფრანგულ ასლს. რუკაზე ქართულ აღნიშვნებზე გაკეთებულია თარგმანები რუსულ და ფრანგულ ენებზე. რუკაზე მითითებული არ არის მაგრამ მისი ქართული ვარიანტი შედგენილი უნდა იყოს ქართველი საეკლესიო-საზოგადო მოღვაწისა და კარტოგრაფის ტიმოთე გაბაშვილის (1703-1764) მიერ, რომლმაც 1738 წელს შედაგინა დასავლეთ საქართველოს და მათ შორის გურიის რუკა.
.
ამავე რუკაზე მდინარე სუფსის ზღვასთან შესართავში აღნიშნულია სიმაგრე – წარწერით “სუფსის თვალი”, აქვე არის შემდეგში ფანგულ ასლზე დატანილი პუნქტის ნომერი – 165, ამ ნომერის განმარტება ფრანგულ ენაზე გახლავთ – haven (თავშესაფარი); ამ სიმაგრის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ სავარაუდოდ აქ ან მისგან არცთუ ისე შორს უნდა მდგარიყო მალთაყვა/გრიგოლეთი ცნობილი “ჯიხური”, რომელსაც საბაჟოს დანიშნულება ჰქონდა და გურიის მებაჟეებს ებარათ.”
.
ქართული რუკის ფრანგული ასლი ფრაგმენტი
კახა ჩავლეშვილი
![ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.](https://scontent.ftbs5-3.fna.fbcdn.net/v/t39.30808-6/315970202_10158841790736441_7542761766798811471_n.jpg?stp=dst-jpg_s720x720&_nc_cat=109&ccb=1-7&_nc_sid=730e14&_nc_ohc=-z4cCfjrOPsAX9OKthF&tn=epQ5pn1O7i_JZu45&_nc_ht=scontent.ftbs5-3.fna&oh=00_AfDQDyCh_ys7K5Jst-avGwNUMItw6Vw9wz8MUDrYHiUvCA&oe=637BAEF2)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა