“გასაკვირი ამბავია, ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს გაიწიეო”- გუბაზ სანიკიძე

“გასაკვირი ამბავია, რა აღარ გამიგია, როგორი მრუდე ლოგიკა არ მომისმენია, პროპაგანდა და სიცრუე გინდა ისტორიაში ან დღევანდელობაში, ასეთი რამ არ გამიგია. ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს გაიწიეო. ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია, რა. გაქრეს სააკაშვილი?! მართლა უარი რომ თქვას სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაზე ხომ წარმოგიდგენიათ აქ რა იქნება?!”

გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე

ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითიც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილის მსგავსად მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა.

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share