როგორც წესი ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტური მორალი მეასეხარისხოვანი ხდება, როდესაც სკანდალის ინტერესი დიდია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი ზარქუა წერს და დღეს გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება.
„დღევანდელ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო:
1. დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თითქოს შევურაცხყოფ აშშ-ს სენატორს.
რეალურად სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ.
მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან.
2. ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა.
P. S. როგორც წესი ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ-ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტური მორალი მეასეხარისხოვანი ხდება, როდესაც სკანდალის ინტერესი დიდია“, – წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.