“”ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო…ხოლო ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთეთ…რომ არ მიგვეღო”- ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას საბოტაჟსა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდო ბრალი.

მან პირდაპირ დაადანაშაულა ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის არმიღებაში.

პრემიერმა განაცხადა, რომ „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო, თუმცა, ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციამ შეუშალა ხელი საქართველოს რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო.

„არ მინდა, ციტირება მოვახდინო, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის პირდაპირი განცხადებები, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამიტომ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოლდოვა, ვინაიდან არის ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში და მეტად რთულ სიტუაციაში მათაც ავანსად მისცეს კანიდატის სტატუსი. ნათელია, თუ რა იყო მტავარი მოტივაცია, რის გამო არ მიეცა ავანსად საქართველოს სტატუსი. ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი, რომ მიგვეღო კანიდატის სტატუსი, ხოლო თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ეს არის საბოტაჟი და შეთქმულება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის თანამონაწილენი ხართ თქვენ, ყველანი“. – განაცხადა პრემიერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share