ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას საბოტაჟი უწოდა.
პრემიერმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს შეახსენა, რომ ის ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ა და მას მახინჯი, მჩაგვრელი დიქტატორული რეჟიმის ნაწილი უწოდა.
როგორ ბედავთ საერთოდ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი დიქტატორული რეჟიმის და სისტემის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, კერძო საკუთრების განცდა და ცნება საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში, ძარცვავდა ბატონი კეზერაშვილი, თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი, რომელმაც ჯერ ჯარი, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები, როგორ აძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე? ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი. როგორ აძლევთ საკუთარ ტავს უფლებას, აქეთ აგდმოხვიდეთ შეტევაზე“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ვაშაძეს.