ისევ ლანძღვა და ისევ სიძულვილის ენა – ღარიბაშვილმა საპარლამენტო გამოსვლა ოპოზიციის ლანძღვით დაიწყო.
ოპოზიციის კითხვებით გაღიზიანებული პრემიერი ისევ თავდასხმაზე გადავიდა და ოპონენტების ლანძღვა დაიწყო.
არ უხარია ამ ხალხს არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინასვლა, არც პოზიტიური შეფასებები. ჩვეულებრივად ხართ დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი, საშინელებაა და ამ დროს რაღაც ფარისევლურ პერფომანსებს დგამთ. ამ სიყალბეს აჩვენებთ ჩვენს საზოგადოებას. მერე უკვირთ, რატომ იღებენ 1 და 2 %-ს. თქვენ ვინ მოგცემთ ხმას. გგონიათ, რომ ხალხი არ ხედავს ამას. თქვენს სიყალბეს ვინ დაიჯერებს,? თქვენს მტრობას ვინ დაიჯერებს და ერვონული ინტერესების ღალატს? ამაზე გაეცით პასუხი ხალხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.