“ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ცხოვრება”-ნინო წილოსანი

ამ წუთებში ბუკნარის ადმინისტრაციულ შენობაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებული მხარეების შეხვედრის დროს,გურიის ყოფილმა მაჟორიტარმა, ნინო წილოსანმა და ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ ადგილზე შკრებილებს მიმართა:
მაქსიმალურად უნდა დავივიწყოთ ის ყველაფერი, რაც იყო, ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ცხოვრება”-განაცხადა გურიის ყოფილმა მაჟორიტარმა სოფელ ბუკნარში დაპირისპირებულ მხარეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მიმდინარე შეხვედრაზე.
“ერთზე უნდა შვთანხმდეთ. ჩვენ დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული 6 შეხვედრა გვქონდა და ვისაუბრეთ ბევრ რამეზე, მაგრამ დღევანდელ შეხვედრამ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე და ხინჯი არ დავიტოვოთ. ვინც ჩვენ ქართველ ძმას, კუთხურობის გამო თათარს უწოდებს, ის შეგნებული ან შეუგნებელი მტერი. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვარ”-განაცხადა კუჭავამ.
“კეთილმეზობლური თანაცხოვრება გაგრძელდება ჩვენს შორის, როგორც ეს აქამდე იყო საუკუნეების მანძილზე”-ითქვა შეხვედრაზე, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის მეგობრული ხელის ჩამორთმევით დასრულდა.
ამ წუთებში შეხვედრა დასრულებულია.მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share