სასწრაფოდ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ – ამ ერთადერთი მოთხოვნით შეიკრიბა დღეს ხალხი მთავრობის ადმინისტრაციასთან. მესამე პრეზიდენტის ოჯახი, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი ადამიანები მთელი საქართველოდან ხელისუფლებას ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.
პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმდება ამიტომ მისი გადაყვანა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
„ჩემი შთაბეჭდილებით, ციხის პირობებში, გინდა დაარქვი “ვივა მედი”, გინდა დაარქვი რაღაცა ჰოსპიტალი გორში, ამ პირობებში, ამდენი დიაგნოზის მქონე კაცის რეაბილიტაცია, პლუს მძიმე მეტალებით, თუ ეს გამართლდა და რეალურად არსებობს და რეალური პასუხი იქნება სამშაბათს, არცერთ კლინიკას დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, მისი დონიდან გამომდინარე, არ შეუძლია ამის გაკეთება, – ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.