შემზარავი ტრაგედია ზუგდიდში – 14 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე 2 ახალგაზრდა დააკავეს – ახალი დეტალები

შემზარავი ტრაგედია ზუგდიდში, რასაც 14 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი და შელაპარაკება საღამოს რვა საათზე ქალაქის ცენტრში, მესხიას ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ფეხბურთის თამაშისას დაიწყო.

ახალგაზრდები რამდენიმეწუთიანი ჩხუბის შემდეგ დაიშალნენ, მაგრამ კამათის ერთ-ერთი მონაწილე მალე უკან მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა და შველა ითხოვა. დანით დაჭრილმა მოზარდმა გონება მალევე დაკარგა და როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ის კლინიკაში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. დაკავებულია 2 ახალგაზრდა, სავარაუდოდ აქედან ერთ-ერთი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share