რეჟისორი ქეთი დოლიძე კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი კომენტარის სქრინი, სადაც რეჟისორი იმ ემიგრანტებს წყევლის, რომლებიც საბერძნეთში მიხეილ სააკაშვილს ოვაციებით დახვდნენ.
“ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს!“ – დაწერა თუ არა ეს კომენტარი ქეთი დოლიძემ ემიგრანტების მისამართით, „პრაიმამბებთან“ ქეთი დოლიძე კომენტარს აკეთებს:
“რა სისულელეა, მე ეს არ დამიწერია. არც ვიცი რაზე მესაუბრებით. ორი თვეა სოციალურ ქსელში არ შევსულვარ. ვინც წერს ჩემი სახელით იმან უპასუხოს ამ შეკითხვას.
მე განწყობილი ვარ პატივისცემით იმ ემიგრანტების მიმართ, ვინც სამშობლოს ფასი იცის. ის ადამიანები, ვინც მიშა სააკაშვილს უჭერს დღესაც მხარს, რატომ არ დაბრუნდნენ საქართველოში თუ ასეთი აყვავებული იყო ქვეყანა იმ 9 წელში?
არ მომკლა ამ ემიგრანტებთან ბოდიშების მოხდამ? 20 წლის წინ იყო მსგავსი შემოტევა და ახლა თავიდან დაიწყეს.
ვინც 9 წლის უბედურების, მკვლელობების და ბავშვების ხოცვის მერე, ისევ სააკაშვილის მხარდამჭერია, მე ნორმალურ ადამიანად არ მიმაჩნია.
ასეთი ემიგრანტები იქ იყვნენ მიშასთან ერთად, სადაც არიან. მიშისტ ემიგრანტებთან ბოდიშების მოხდა არც მაინტერესებს.
დიდი ასოებით დაწერეთ. საქართველოს კეთილისმსურველად არ მიმაჩნია ადამიანი ვინც სააკაშვილს უჭერს მხარს. მე მაინტერესებს ნორმალურად მოაზროვნე ემიგრანტების აზრი. გვარებს დავწერ კიდევ თუ ბევრს გააგრძელებენ.”