ოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ფინელ კოლეგა, სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ისტორიის ახალი ერის დასაწყისი.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის მომავალში.
“პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი. ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული გაზი ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსული ტანკები. ეჭვი არ გვეპარება, რომ ჰიბრიდული თავდასხმა, პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე, იყო რუსეთის ქმედებების პრელუდია.
ჩვენ, ორივე ქვეყანა ვეწინააღმდეგებით ამ საფრთხეებს, პოლონეთმა ააშენა კედელი ბელარუსის საზღვართან და ვაპირებთ, ავაგოთ ბარიერი პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე კალინინგრადის რეგიონში. ვიცი რომ ფინეთიც ფიქრობს გარკვეულ ბერიერებზე, კედლებზე რუსეთის საზღვართან ასევე”, – თქვა მორავეცკიმ. პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ნატო არის ყველაზე ძლიერი სამხედრო კავშირი, მაგრამ ძალა ეყრდნობა ყველა სახელმწიფოს ძალას და სოლიდარობას. მისი თქმით, პოლონეთის საზღვრის უსაფრთხოება არ ეხება მხოლოდ მათ ქვეყანას. პოლიტიკა