ამ წუთებში გურიის პოლიციის სამმართველოსთან “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ენმ-დან ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, ბესო ქათამაძისა და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის დაპირისპირების შემდეგ, მათი პარტიის წევრის დაკავებების ფაქტს აპროტესტებენ. მომხდარზე “გურიის მოამბესთან” პირველ განცხადებას პარტიის ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე აკეთებს: “ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს არის გაცდენილი. ჩვენ რამდენიმე დღეა ვუყურებთ და ვხედავთ რაც ხდება სოფელ ბუკნარში და ჩოხატაურში. ფაქტია, რომ ამის უკან დგას „ქართული ოცნები“-ს ხელისუფლება. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინ წინ. ვასილ ჩიგოგიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა ბესო ქათამაძეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეცლია მისთვის სიმართლის თქმა. სიმართლე არის ის, რომ თავად ვასილ ჩიგოგიძე დგას ამ დაპირისპირების უკან. დაპირებას რომ გასცემდა არჩევნების წინ ოღონდ მისთვის ხმა მიეცათ.
ახლა ესენი ცდილობენ დამნაშავეების სხვაგან ძებნას იმის ნაცვლად, რომ ისინი დააკავონ. სხვათა შორის, კარგად ჩანს კადრში როგორ მოუწოდებენ ბესო ქათამაძის ანგარიშსწორებისაკენ ერთმანეთს. ამის ნაცვლას თვითონ ქათამაძე დააკავეს. თავად ჩიგოგიძის და მისი თანმხლები პირების საქციელი შეიცავდა სისხლის სამართლის ნიშნებს. ყველანი კარგად ვხედავდით როგორ მოუწოდებდნენ ხალხს „ქართული ოცნები“-ს აქტივისტები ძალადობისაკენ ამის ნათელი მაგალითია ადგილობრივი სკოლის დირექტორი რომელიც ოცნების კოორდინატორია. ეს ქალბატონი დანაშაულებრივ განცხადებებს აკეთებდა მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის მოვუწოდეთ შსს-ს …არანაირი ზომები მათ არ მიუღიათ. არ გამოუვა ხელისუფლებას ხელი შეაწმინდოს ბესო ქათამაძეს. კიდევ ვიმეორებ, ამ ძალადობის უკან დგას ვასილ ჩიგოგიძე მისი ცრუ დაპირებები წინასაარჩევნოდ და „ქართული ოცნები“-ს ხელისუფლება”-აცხადებს მჟავანაძე.