„რა გახდა ამ პიტბულებით მატრაკვაცობას და თავმოწონებას ბოლო მოეღოს?“ – ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

„2 წლის ბავში უმოწყალოდ დაგლიჯა საკუთარი ოჯახის პიტბულმა თბილისში, თვე არ გავა საშინელი ტრაგედიები არ მოხდეს პიტბულებისგან, რა გახდა პუტბულის აკრძალვა?! მიყვარს ძაღლები, მაგრამ ადამიანის უსაფრთხოება განუზომლად ძვირფასია. რამდენი ქართველი იმსხერპლა ბოლო ერთ წელიწადში პიტბულებმა დათვალეთ?! რა გახდა ამ პიტბულებით მატრაკვაცობას და თავმოწონებას ბოლო მოეღოს, ასობით ძვირფასი და საყვარელი ძაღლის ჯიშებია და მათით ჩაანაცვლონ?“ – წერს ილია ჭიღლაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share