მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩახუნაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრობს და აცხადებს:
“120 კილო, ბუღასავით კაცი შევიდა საპყრობილეში, ნახევარ ლიტრიანი არაყი ედგა და 10 ხინკალი – დღეს კი ნელ-ნელა ჩვენს თვალწინ დაიფერფლა. როგორ დაიფერფლა? მოსახლეობისთვის რო იყოს გასაგები, კაცმა წონაში დაიკლო ნელ-ნელა, კაცის ფერი ნელ-ნელა შეცვალა.“ – თქვა მან ტვ “პირველის” ეთერში.