კენიის პრეზიდენტის, უილიამ რუტოს გადაწყვეტილებით, კილიფის ოლქში ბაობაბების ამოთხრა შეჩერებულია.
პრეზიდენტმა გადაწყვეტილების აღსრულება მინისტრთა კაბინეტს დაავალა, მანამდე კი ადგილობრივი გარემოსდამცველების განგაშის შემდეგ გიგანტური ბაობაბების ტრანსპორტირებაც შეჩერდა.
კენიურმა სასამართლომ საუკუნოვანი ხეების გატანა საქართველოში სანებართვო ლიცენზიების არარსებობის და ბიო მეკობრეობის საფრთხის მიზეზით აკრძალა. პრეზიდენტ რუტოს დირექტივა გამოძიების დასრულებამდეა ძალაში.
“სახელმწიფო კანონმდებლობისა და პროტოკოლების დარღვევით უცხოურმა კომპანიამ მოთხარა და გადაიტანა 8 ერთეული ბაობაბი. მე ვეთანხმები კენიის გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც უკან გაიწვია შესაბამისი ლიცენზია, ასევე გაუქმებულია ის სანებართვო ფორმა, რომელიც ამ ხეების ტრანსპორტირებისთვის იყო საჭირო”, – თქვა გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის კაბინეტის მდივანი.ამოთხრილ ასწლოვან ბაობაბებზე მთავარმა რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა. ივანიშვილის შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის განკუთვნილი გიგანტური ხეების თემა ადგილობრივ მედიაშიც საკმაოდ აქტუალურია.