ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” ორმა დეპუტატმა, გელა ჩავლეშვილმა და ეროდი გორდელაძემ ოფიციალურად დატოვა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის საკრებლოს პრეს სამსახურიდან აცნობეს,
გორდელაძემაც და ჩავლეშვილმაც განცხადებები ამის შესახებ უკვე დაწერეს.
როგორც ორი კვირის წინ “გურიის მოამბე” იტყობინებოდა, ორთავე დეპუტატი სოზარ სუბარის ანტი ამერიკულ და პრორუსულ “ხალხის ძალას” აფუძნებს.
აქედან ცხადი ხდება, რომ მათ მიერ მმართველი პარტიის “დატოვება” მხოლოდ ფორმალობაა და ისინი “ალტინფო 2” ში საქმიანობას სუსის კოორდინაციის ქვეშ გააგრძელებენ.
საკრებულოს პრეს სამსახურიდან მოგვაწოდეს დეპუტატების განცხადებები, სადაც ისინი ირწმუნებიან, რომ ფრაქცია საკუთარი სურვილით დატოვეს.