ოლიგარქი, რუსული კავშირები და საქართველოს მომავალი – 29 ნოემბერს ECR)-ის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართება

ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი – ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმების ჯგუფი (ECR)-ის ორგანიზებით 29 ნოემბერს კონფერენცია ჩატარდება.

კონფერენციას ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა უმასპინძლებს, მასში კი მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკური მიმომხილველი, თორნიკე გორდაძე, უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო და უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი.

“საქართველო ეკუთვნის დასავლურ ერთობას.

კავშირები, რომელიც ცდილობს ქვეყანა რუსული სამყაროს გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს – ჩვენ სწორედ უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია”, – წერს twitter-ზე ანა ფოტიგა.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share