“მეუფე დიმიტრიმ მითხრა ლონდონის ქუჩების მათხოვრად გაქცევო” – მთავარეპისკოპოსი ზენონი

პატრიარქმა სინოდური კომისიის გადაწყვეტილებით მეუფე ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავრობიდან 16 დეკემბერს გადააყენა.

მეუფე ზენონი ასახელებს იმ სასულიერო პირთა წრეს რომლებიც მისი ინფორმაციით მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, მათ შორის ასახელებს მიტროპოლიტებს დიმიტრი შიოლაშვილსა და შიო მუჯირს.

“მეუფე დიმიტრიმ მითხრა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათხოვრად იარო ლონდონის ქუჩებშიო. ერთხელ შედგა კონტაქტი, საუბრის საშუალება არ მომცა, ძალიან აფექტური იყო. ასევე გამომიგზავნა შეტყობინებები, რომ თუ არ დატოვებ, უნდა ჩამოხვიდე, შე ასეთო, შე ისეთო, ამას გიზამ, იმას გიზამ. კი, სამწუხაროდ, (სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა)”, – აცხადებს სასულიერო პირი.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share