საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, სრულ მავნებლობად მიმაჩნია ის, რაც ნაციონალურ მოძრაობაში ხდება.
ნაცვლად იმისა, რომ ყურადღების კონცენტრაცია გადატანილი ყოფილიყო ქართული ოცნების და ოლიგარქის რყევაზე, თავად დაიწყეს შიდა პარტიული რყევა და მხარდამჭერთა დიდი ნაწილი დააპირისპირეს ერთმანეთს. ეს არ ჰგავს დემოკრატიულ მასტერკლასს, ეს ჰგავს ივანიშვილისთვის მირთმეულ ძღვენს და პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია საცეცების ძიება, რადგან დამნაშავეა ყველა, მაპროვოცირებელიც და პროვოკაციაზე წამოგებულიც.
ქვეყანის ინტერესები არა – იხვის ტოლმა!!!” – წერს სულაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: