”ყველაზე ამაყი ვარ, როცა ამ კადრებს ვუყურებ, კადრებს, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიას – მთელი საქართველო რომ გაერთიანდა გულწრფელი ერთიანობით ყველანაირი პირადული განსხვავებულობის გარეშე.
მეამაყება ადამიანი, რომელმაც ჭაობიდან სახელმწიფო შექმნა – მიხეილ სააკაშვილი და მთელს მსოფლიოს გააცნო ჩვენი ქვეყანა.
მჯერა, ისევ მალე დადგება დღე, როცა ისევ ერთობით დავამარცხებთ იმ ბოროტებას, რომელიც ახლა დაპატრონებულია ჩვენს სამშობლოს.
ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ ის გველეშაპი, რომელიც საქართველოს თავს ყავს შემოხვეული ახლა ბოროტების იმპერიის, რუსეთის გავლენებით” – წერს სოციალურ ქსელშო ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი ვარდების რევოლუციის 19 წლისთავთან დაკავშირებით.