“ძალიან მნიშვნელოვანია…„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და მოხდეს მისი რეკომენდაციების გათვალისწინება”-ევროკავშირის ელჩი

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს პარლამენტში. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და მოხდეს ამ რეკომენდაციების გათვალისწინება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი. ეს პრიორიტეტი არ არის იოლი. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს პარლამენტში. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და ამის შემდეგ ვენეციის კომისია შეძლებს რეკომენდაციების გაცემას და მოხდეს ამ რეკომენდაციების გათვალისწინება. ეს ასევე აღნიშნა ევროკომისარმა ვარჰეიმ, როდესაც ის გასულ კვირაში აქ იმყოფებოდა. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ გააგრძელებს, როდესაც საქმე ეხება დეოლიგარქიზაციას. ეს ეხება ჩარჩოს, სისტემის შექმნას, სადაც არ არის გარკვეული პირების მიერ პოლიტიკის მიმართ შეუსაბამო ინტერესები და ზეგავლენა. ქართველებმა გადაწყვიტეს, ეს განახორციელონ კანონის მიღების საშუალებით. იმედი გვაქვს, ეს კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდება“, – განაცხადა დიპლომატმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share