როცა წლების განმავლობაში ცდილობ, ქვეყანაში დესტრუქცია შექმნა, ეს ბუმერანგივით უკან გიბრუნდება და თავს საკუთარ პარტიასა და სოციუმში ინადგურებ, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
დავითულიანის შეფასებით, „დღეს „ნაციონალური მოძრაობა” თავს ინადგურებს“.
„არჩევნები როგორც არ უნდა დასრულდეს – თუ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია დარჩება, “ნაციონალური მოძრაობა” დაშლის საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ხაბეიშვილის კანდიდატობა ღრმად არასერიოზული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.