მოქალაქეებისთვის მიცემული დაპირება სრულდება! ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, მ.კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება!
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი ითვალისწინებს:
სავალი ნაწილის რეკონსტრუქციას, ახალი ასფალტბეტონის საფარის მოწყობას, სანიაღვრე სისტემის, ტროტუარების, ველობილიკებისა და გაზონების მოწყობას, ქუჩის ელმომარაგების ქსელისა და გამრიცხველიანების რეაბილიტაციას და განახლებას.