გვარამია-სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ზურაბიშვილი აშშ-ის სამსახურში – ივანიშვილის დეპუტატები

ივანიშვილის დეპუტატების ფორსირებული შეტევა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე – „ხალხის ძალა“ ახალ, ანტიდასავლურ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს.

ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარის გუნდი კონსპირაციებზე საუბრობს, მათი თქმით,  სალომე ზურაბიშვილი „ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს“.

განცხადების ავტორები ეჭვობენ, რომ მეხუთე პრეზიდენტი დღე-დღეზე შეასრულებას აშშ-ის სალეჩოს დაკვეთას მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებით.

დეპუტატების თქმით, ამერიკის საელჩო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თითქმის ყველა ქმედებას ევროპული სტრუქტურების გამოყენებით ახორციელებენ.

„საელჩო გვარამიას შეწყალებისთვის ამზადებს ნიადაგს“ – წერენ ივანიშვილის დეპუტატები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share