თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა, პირველების ინფორმაციით შემთხვევა სუპერმარკეტ მაგინტში მოხდა, სადაც ქალი იყო დასაქმებული. მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა მაღაზიაში მოლოტოვის კოქტეილი ააფეთქა და თავი დაიწვა.
” ყოფილმა ქმარმა ჩაიდინა მკვლელობა, თანამშრომლები მაღაზიიდან გამოუშვა და ამის შემდეგ მოლოტოვის კოქტეილი ააფეთქა, ყველაფერს ცეცხლი მოედო” უყვება ერთ ერთი თვითმხილველი პირველებს.
ადგილზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. თვითმხილველები პირველებს უყვებიან, რომ არიან სხვა დაშავებულებიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.