“უკრაინა აუცილებლად გახდება თავისუფალი ევროპის ნაწილი და სად იქნება საქართველო, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა” – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” საუბრობს.
საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება, მმართველი ელიტის და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ომზე. ასევე იმ საკითხზე რომ 9-თვიანი ომის განმავლობაში საქართველომ ვერ გადაწყვიტა, რომელ მხარეს უნდა დადგეს. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გადაეწყვიტა, ეს თუმცა საქართველოს მთავრობამ ეს ვერ გადაწყვიტა.
არ არსებობს მკაფიო პოზიცია, ამბობენ, რომ უკრაინას მხარს უჭერენ, თუმცა მხარს გვიჭერს ქართველი ერი, რომელსაც მე მადლობას ვუხდი “ძვირფასო ძმებო”, თუმცა ამავდროულად საქართველოს მთავრობას არ უნდა სანქციების დაწესება და ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება როდესაც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით სანქცირებული ტვირთი გაედინება – ამის შესახებ ევროპაში იციან და ეს საქართველოს ევროპულ მომავალზე აისახება.
დროთა განმავლობაში ჩვენ გავიგებთ ვინ სად იქნება. უკრაინა აუცილებლად გახდება თავისუფალი ევროპის ნაწილი და სად იქნება საქართველო, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება ამის მიზეზი, მაშინ მის წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ და ამის შესახებ ჩვენ ევროპარლამენტში ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, – ამბობს გონჩარენკო.
გონჩარენკო კრემლის ულტიმატუმსაც ეხმაურება და ამბობს, რომ სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იქნებიან, მოლაპარაკება არ შედგება.
რუსეთი თავად აღიარებს, რომ ტერორისტია, რადგან ის, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში, ტეროროსტული ფაქატია. არანაირი მოლაპარაკება არ შედგება, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ. მათ ულტიმატუმს არ ვეთანხმებით. ჩვენი მოთხოვნაა, გაიყვანონ ჯარები უკრაინიდან. ჩვენ არ ვართ მზად, რომ რუსეთის ულტიმატუმებს დავთანხმდეთ. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე გავანაგურებთ, – ამბობს გონჩარენკო.