“არც ამ სოფელში და არასად საქართველოში მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის გასაყოფი არაფერი არა არის”- ამის შესახებ განცხადება ნინო წილოსანმა დღეს ბუკნარში ორი თემის მშვიდობიანი მორიგების შემდეგ განაცხადა.
“არც ამ სოფელში და არასად საქართველოში მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის გასაყოფი არაფერი არა არის. /ცვენი ისტორიული და კულტურული მონპოვარია, ის რომ, სხვადასხვა კონფესიის ადამიანები ერთად თანავცხოვრობთ,”- განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. დღეს, 15 იანვარს კი, დაპირისპირება შერიგებით დასრულდა – შეთანხმება შედგა.