კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:
“ავღანეთში 12 ადამიანი საფეხბურთო სტადიონზე, ათასობით მაყურებლის წინაშე გაამათრახეს. მათ შორის 3 ქალი. როგორც “თალიბანმა” BBC-ს განუმარტა, ისინი მრუშობის, ქურდობის და ჰომოსექსუალური კავშირებისთვის დასაჯეს.
20-წლიანი სამშვიდობო მისიის შედეგი. დაუმყარებიათ დემოკრატია! რას ერჩი…“, – წერს გოგა ხაინდრავა.