ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა – ამის შესახებ საუბარია აუდიოჩანაწერში, რომელიც ტელეკომპანია ფორმულამ მოიპოვა.
ფორმულა წერს, რომ ხიდაშელი, სავარაუდოდ, რუს ბიზნესმენს რუსულად ესაუბრა და მას უყვება, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება შეუძლია, ეს კი რადიკალურად განსხვავდება ხიდაშელის მიერ დილით გავრცელებული განცხადებისგან, სადაც რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი წერს, რომ უსუსურმა მთავრობამ ის ვერ დაიცვა, ამიტომაც განზე გადგება და ქონებას გაყიდის.
“შენზე დამოკიდებული არაა. გესმის, ხო? მზად ვარ ყველაფერი დავაორგანიზო, თუ ჩვენ ამ ადამიანებს ერთმანეთს არ გავაცნობთ და მათ თვითონ არ ექნებათ ურთიერთობა, მხოლოდ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”, – ისმის საუბრის ფრაგმენტში.