ოზურგეთში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ბოლო დროის ტრაგიკულმა ისტორიებმა ეს საკითხი საქართველოში კიდევ უფრო აქტუალური გახადა. მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში ამ მიმართლებით სახელმწიფო რეგულაციები გამკაცრდა, ფაქტები აჩვენებს, რომ ეს საკმარისი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ქალთა უფლებების დასაცავად აქცია გამართეს და მოითხოვეს კონკრეტული ცვლილებები შევიდეს კანონში და ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდეს.

აქცია გაიმართა ოზურგეთშიც. ჭადრების ბაღში არასამთავრობო ორგანიზაციამ ”სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისათვის”  პერფორმანსი მოაწყო და ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share