“ტვ პირველის” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მინი ქალაქის აშენებას გეგმავს. ტერიტორიას დიდი პროექტისთვის უკვე ამზადებენ. კომპანია ,,ელიტა ბურჯმა” მიიღო დავალება, რომ გაბრიელ სალოსზე მდებარე ქარხნების ადგილზე კორპუსები აშენდეს.
2500 საცხოვრებელი სახლი, 2500 ავტოსადგომით – სამრეწველო ზონა მალე ქაოტური მშენებლობების მოედნად გადაიქცევა.
პირველი გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტმა უკვე მიიღო და განაშენიანების გეგმა დაამტკიცა.