ივანიშვილს რათქმაუნდა ქვეყანაში გავლენები ექნება- კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელსა და ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქვეყანაში, ასევე, ზოგადად პოლიტიკაში “რა თქმა უნდა, გავლენები აქვს”. ამის შესახებ მან გადაცემა დღის Newsroom-ში ისაუბრა.

“ივანიშვილის გავლენებს რაც შეეხება, ის პოლიტიკურ პარტიას არ შეუქმნია, ხომ? ჩვენ ვიცნობდით, როგორც ქველმოქმედს, მეცენატს. ადამიანს სიკეთის კეთება აქვს სისხლში […] უამრავი კეთილი საქმე გვახსოვს მისი მხრიდან გაკეთებული, ძალიან ბევრი პროექტი, თუნდაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული. მარტო პოლიტიკურ გავლენებს ვერ გამოვყოფთ, ჩვენ მთლიანობაში უნდა ავიღოთ ბიძინა ივანიშვილის ფიგურა და რასაკვირველია, ამ ადამიანს თავისი გავლენები აქვს. მის მიმართ დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საზოგადოების, მას ვერავინ ვერ წაართმევს. რა თქმა უნდა, აქვს გავლენები, როგორც ქვეყანაში, ასევე, ზოგადად, პოლიტიკაში. ის პოლიტიკიდან წავიდა, ამაზე ვრცლად ისაუბრა თავის განცხადებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენები ექნება”, — განაცხადა კალაძემ.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share