ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, საქართველოს დამსახურებული არტისტის,მომღერლისა და ლოტბარის, რამინ მიქაბერიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ჩოხატაურის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით, ხელოვნების სასახლეში, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, მომღერლისა და ლოტბარის, რამინ მიქაბერიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.
„ბედნიერებაა, რომ ჩოხატაურს ჰყავს ასეთი საამაყო ქართველი, გენიალური ნიჭის მქონე პიროვნება, ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის გამგრძელებელი.
აღსანიშნავია, რომ ღვაწლმოსილი მომღერლის გზას ღირსეულად აგრძელებს რამინ მიქაბერიძის შთამომავლობა. დღეს განსაკუთრებით ემოციური იყო სამი თაობის ხილვა სცენაზე.
მადლობა თქვენ ქართული კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის ხალხური სიმღერის შენარჩუნებისა და ახალი თაობისთვის გაზიარების საქმეში.
რამინ მიქაბერიძეს დღეს საპატიო ჩოხატაურელის წოდება მივანიჭეთ და ვუსურვებთ, რომ კიდევ დიდხანს იყოს ქვეყნისა და ჩოხატაურის სამსახურში.“- ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share