გიორგი ანწუხელიძის ცოლი: არ არის ადვილი ამდენ რუსს რომ ვხედავ საქართველოში

”გიორგის რაც გაუკეთეს, ესეც იგივე ტერორისტული აქტია. რადგან ადამიანი აწამეს და მიიყვანეს სიკვდილამდე. არანაკლები გაუკეთეს იმ დანარჩენ ბიჭებს, რომლებიც დაიხოცნენ 2008 წელს – ჩვენი ჯარისკაცები. ბევრი დაზიანებები ჰქონდა, ნუ კბილები საერთოდ აღარ ჰქონდა. ეს ისედაც ნათელი იყო, რადგან იმ ვიდეოში იმდენად აქვს სახე დასივებული, რომ კბილი ნამდვილად არ დარჩებოდა იქ…

არ არის ადვილი რომ ვხედავ ამდენ რუსს საქართველოში. ყოფილა, რომ გავუჩერებივარ, რაღაცა უკითხავთ, მაგრამ ვერანაირად ვერ გავცემ მათ პასუხს. უბრალოდ ვეუბნები რომ რუსული არ ვიცი, ყველაზე მარტივი გამოსავალი ეს არის. ეს არის ჩემი პროტესტი”

განაცხადა ქართველი გმირის და აგვისტოს ომის დროს რუსების მიერ წამებით მოკლული სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის ცოლმა მაკა ჩიკვილაძემ შაბათის ფორმულასთან საუბარში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share