ჯარისკაცები ფორმებს ყიდიან – სამხედრო აღჭურვილობა სამგორის ბაზარზე

სამხედრო უნიფორმები, მაისურები, საძილე ტომრები, ჩანთები – სამხედრო შიდა აღჭურვილობა თავდაცვის ძალებიდან გაქრა. უკიდურესი გაჭირვებისა და ბანკის ვალების გამო ჯარისკაცები იძულებულები არიან, დარიგებული უნიფორმა  სამგორის ბაზარზე გასაყიდად ჩააბარონ. ინფორმაცია “მთავარ არხს” გაუთქმელობის პირობით მოქმედმა სამხედრომ მიაწოდა, რომელიც ათეული წლებია თავდაცვის სფეროში მსახურობს.

წყარო გვიყვება, რომ უსახსრობისა და მძიმე სოციალური ფონის გამო პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების დიდი ნაწილი სამსახურს ტოვებს, ზოგი კი  ჯარისკაცობას ტაქსაობს უთავსებს. გაჭირვების გამო ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა, ფორმების ბაზარზე გატანაც.

სამგორის ბაზარში მოვაჭრეები გვიდასტურებენ, რომ აღჭურვილობა გასაყიდად სამხედროებს,  ან მათი ოჯახის წევრების მიაქვთ.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული  საჯარო განცხადების მიხედვით, პოტენციურ რეკრუტებს თავდაცვის უწყება საწყის ხელფასს, ხელზე ასაღებს, 922 ლარიდან სთავაზობს. იქვეა განმარტება რომ ხელფასი წლის განმავლობაში 78 ლარით გაიზრდება და დეკემბრისთვის რეკრუტები ხელზე 1000 ლარს აიღებენ.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share