საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბოლო დროს მომხდარი ფემიციდის შემთხვევებს გამოეხმაურა:
„ვფიქრობ, მალე აუცილებელი გახდება გრძელი კაბების ჩაცმა, შეიძლება ფარანჯაც ჩაგვაცვან, რომ არ გაღიზიანდეს მამაკაცი..
თუ ადამიანი არ იქნება ღირებული ქვეყანაში, მაშინ ფასადური ქუჩების რეაბილიტაციას რა აზრი აქვს, შადრევანიც ვერ მოახერხეს ისეთი გაეკეთებინათ, რომ ადამიანი არ დაღუპულიყო“, -განაცხადა მაკა ჩიჩუამ ტვ პირველის ეთერში.