ჯაღმაიძემ გადაამლაშა, ჟურნალისტებზე ისრების გადმოტანა არასწორია – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი „მთავარ არხთან“ საუბარში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„შეიძლება, მან [დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ] გადაამლაშა და ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, რაც არასწორია.

ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა, პირადი პოსტი იყო თუ საპატრიარქოს განცხადება. მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება. ანდრია ჯაღმაიძეს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს უფლება მისცეს, რომ თავისი აზრი გამოთქვას.

ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადება ყოველთვის აღიქმებოდა როგორც ეკლესიის პოზიცია. ახლა შეიცვალა ვითარება. ვფიქრობ, რომ მაგის განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საპატრიარქოს პოზიცია“, — განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს ჩადენილი გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ნაწილობრივ მედია დაადანაშაულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share